понедельник, 10 февраля 2014 г.

"მოხუცი და ზღვა"

„ამჯერად მართლაც რომ გამიღიმა ბედმა, მოვახერხე გადმომეცა ადამიანის განცდები ისე, როგორც ჯერ არავის არ გადმოუცია. ეს იმიტომ მოვახერხე, რომ კარგ ბერიკაცსა და კარგ ბიჭს შევხვდი, - მწერლებმა კი ამ ბოლო ხანებში სულ დაივიწყეს ქვეყნად კეთილისა და კარგი რამის არსებობა"“ - ერნესტ ჰემინგუეი, "მოხუცი და ზღვის" შესახებ

пятница, 22 октября 2010 г.

* * * * * * * *

“მე იგი მაშინვე ვიცანი – თავის მეუღლესთან, მერი უელშთან ერთად სენ-მიშელის ბულვარზე სეირნობდა პარიზში. 1957 წლის გაზაფხულის წვიმიანი დღე იყო. ისინი ქუჩის მეორე მხარეს მიდიოდნენ, ლუქსემბურგის ბაღისკენ. უზარმაზარი კაცი, რომელსაც გახეხილი ჯინსის შარვალი ეცვა, თავზე კი ბეისბოლისტის ქუდი ეხურა, მკვეთრად გამოირჩეოდა სხვებისგან, თუმცა უხეში ძალის განსახიერებააო, მაინც ვერ იტყოდი.
იმ დროს იგი ორმოცდაცხრამეტი წლისა იყო, მაგრამ სიცოცხლის ხალისით სორბონელი ახალგაზრდების ნაკადშიც კი იქცევდა ყურადღებას. ფიქრადაც ვერ გაივლებდი, რომ სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ ის ცოცხალი აღარ იქნებოდა.
დაბნეული ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა. მაკავებდა ჩემი პრიმიტიული ინგლისური, მტანჯავდა აზრი, რომ ვერ გავუგებდით ერთმანეთს. ამაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე – ტარზანივით მივიტანე ხელისგულები პირთან და ვიღრიალე:
“მა-ა-ა-ეეე-სტრო!!!”
ჰემინგუეი უმალვე მიხვდა, რომ მის გარდა სტუდენტთა მასაში მაესტრო არავინ იქნებოდა, შემობრუნდა, ხელი მაღლა აიქნია და ბიჭური სიმკვირცხლით მომაძახა ესპანურად: ” adios, amigo!”
ეს იყო ჩემი ერთადერთი შეხვედრა მასთან (მაშინ 28 წლის ვიყავი). მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევამ სამუდამო დამიტოვა განცდა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც არაჩვეულებრივად მნიშველოვანი რამ მოხდა.”
გაბრიელ გარსია მარკესი

пятница, 3 июля 2009 г.

ბიოგრაფია


ერნესტ მილერ ჰემინგუეი (Ernest Miller Hemingway) (21 ივლისი, 1899 - 2 ივლისი, 1961) -- ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი. მისი გამორჩეული წერის სტილი ხასიათდება მკაცრი მინიმალიზმით და მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე. ჰემინგუეის პროტაგონისტები, როგორც წესი, სტოიციზმით გამოირჩევიან, და მიჩნეულია, რომ ისინი თავად ავტორის საკუთარი ხასიათის გამოხატულება უნდა იყოს - მისი გმირები არიან მამაკაცები, რომელებმაც "ზეწოლას ღირსეულად უნდა გაუძლონ". მის ნამუშევართა უმრავლესობა ამჟამად ამერიკული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა.
1916 წელს მან სასკოლო ჟურნალში დაბეჭდა საბავშვო მოთხრობა მანიტუს სასამართლო.რომელშიც აღწერილი იყო ჩრდილოეთის ეგზოტიკა და ინდიელების ფოლკლორი. შემდეგ ნომერში მან დაბეჭდა მოთხრობა "ყველაფერი კანის ფერშია" სადაც მან აღწერა კრივის ბინძური მხარეები.1916 წლის ზაფხულში სკოლის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა, მშობლებისგან დამოუკიდებლად ჩრდილოეთ მიჩიგანში წასვლა სამოგზაუროთ, თავის მეგობრებთან ერთად.
ჰემინგუეი ნაწილი იყო 1920-იანი წლების პარიზის უცხოელ მწერალთა პლეადის "დაკარგული თაობა", ტერმინი, რომელიც პირველად გამოიყენა და პოპულარული გახადა გერტრუდ შტაინმა. ის დატვირთულ სოციალურ ცხოვრებას ეწეოდა, ოთხჯერ იქორწინა, და მრავალი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონია ცხოვრების მანძილზე.
ჰემინგუეის მიღებული აქვს პულიცერის პრემია (1953) და ნობელის პრემია ლიტერატურაში (1954) ნაწარმოებისთვის "მოხუცი და ზღვა". 61 წლის ასაკში 1961 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ფოტოგალერეა











რესურსები ინტერნეტში