пятница, 3 июля 2009 г.

ბიოგრაფია


ერნესტ მილერ ჰემინგუეი (Ernest Miller Hemingway) (21 ივლისი, 1899 - 2 ივლისი, 1961) -- ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი. მისი გამორჩეული წერის სტილი ხასიათდება მკაცრი მინიმალიზმით და მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე. ჰემინგუეის პროტაგონისტები, როგორც წესი, სტოიციზმით გამოირჩევიან, და მიჩნეულია, რომ ისინი თავად ავტორის საკუთარი ხასიათის გამოხატულება უნდა იყოს - მისი გმირები არიან მამაკაცები, რომელებმაც "ზეწოლას ღირსეულად უნდა გაუძლონ". მის ნამუშევართა უმრავლესობა ამჟამად ამერიკული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა.
1916 წელს მან სასკოლო ჟურნალში დაბეჭდა საბავშვო მოთხრობა მანიტუს სასამართლო.რომელშიც აღწერილი იყო ჩრდილოეთის ეგზოტიკა და ინდიელების ფოლკლორი. შემდეგ ნომერში მან დაბეჭდა მოთხრობა "ყველაფერი კანის ფერშია" სადაც მან აღწერა კრივის ბინძური მხარეები.1916 წლის ზაფხულში სკოლის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა, მშობლებისგან დამოუკიდებლად ჩრდილოეთ მიჩიგანში წასვლა სამოგზაუროთ, თავის მეგობრებთან ერთად.
ჰემინგუეი ნაწილი იყო 1920-იანი წლების პარიზის უცხოელ მწერალთა პლეადის "დაკარგული თაობა", ტერმინი, რომელიც პირველად გამოიყენა და პოპულარული გახადა გერტრუდ შტაინმა. ის დატვირთულ სოციალურ ცხოვრებას ეწეოდა, ოთხჯერ იქორწინა, და მრავალი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონია ცხოვრების მანძილზე.
ჰემინგუეის მიღებული აქვს პულიცერის პრემია (1953) და ნობელის პრემია ლიტერატურაში (1954) ნაწარმოებისთვის "მოხუცი და ზღვა". 61 წლის ასაკში 1961 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ფოტოგალერეა











რესურსები ინტერნეტში